დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში 27 წლის შემდეგ საბავშვო ბაღი გაიხსნა
11-02-2019, 17:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში 18-ე საბავშვო ბაღია.

 


გახსნის ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მარიკა ოთარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობთ, სოფელ ბულაჩაურში საბავშვო ბაღი 27 წელი არ ფუნქციონირებდა და მისი მოწყობის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. შენობა რეაბილიტირდა თანამედროვე სტანდარტებით, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო საძინებელი, კვების ბლოკი და სველი წერტილები. ამ ეტაპზე, იგი გათვალისწინებულია 24 აღსაზრდელისათვის, ხოლო ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში უკვე დასაქმებულია 10 ადგილობრივი მოსახლე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი