მაღრაანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: მაღრაანში, არგოხში და ფიჩხოვანში დღეს საერთო კრებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდა.
შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში იმართება და პროექტში მოსახლეობის ჩართვას, პრიორიტეტების გამოვლენასა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსების საჭიროებისამებრ განკარგვას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას ახმეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.