რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
11-02-2019, 17:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

11 თებერვალს სახელმწიფო რწმუნებულის (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

 


სხდომაზე სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებისგან მოისმინა ინფორმაცია მათ სამოქმედო ტერიტორიებზე 2019 წლის მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

 


სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სამოქმედო გეგმის ცვლილების შესახებ. კერძოდ, საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამოქმედო გეგმას დაემატა გარკვეული პროექტები, მათ შორის: ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ქორენიშში ბეტონის გზის მოწყობა, ქ.ცაგერში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა, ქ.ცაგერში, კეჭნარის პარკის კეთილმოწყობა, ქ.ონში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა და სხვა.

 

 

 


ყურადღება კვლავ გამახვილდა ტურისტულ ზონებში მიწების დარეგისტრირების საკითხზე. კერძოდ, გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებს თხოვნით მიმართა, ტურისტული ზონების შემდგომი განვითარების და არსებული რესურსის სწორად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, მათ სამოქმედო ტერიტორიებზე თვალყური ადევნონ მიწების რეგისტრაციისა და შემდგომი ექსპლუატაციის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ზემოაღნიშნული ზონების ქაოტური და არაგეგმიური განაშენიანება.

 


თათბირზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხედრო გაწვევის გეგმის, მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის, ადგილობრივი მიწის აღიარების კომისიის მუშაობისა და სხვა საკითხების შესახებ.

 


საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული, რწმუნებულის მოადგილეები, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი