ვანის მუნიციპალიტეტის ყუმურის და ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
12-02-2019, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით კვლავ გრძელდება.

 


დღეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ყუმურის და ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა.

 


ყუმურსა და ტობანიერში გამართულ შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

 

 

სოფელ ყუმურში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, მდინარე ყუმურზე ნაპირსამაგრის მოწყობა, მინი სტადიონზე განათების მოწყობა და სოფლის ცენტრში არსებული ჭის რეაბილიტაცია წარმოადგენს.

 


საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვენ დუცხუნსა და მაისოურშიც.

 

ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 36 000 ლარია გამოყოფილი.

 


სოფელ ტობანიერში ადგილობრივები შუამთა-ტობანიერის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე გარე განათების მოწყობას ითხოვენ, ასევე მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს სოფელში სასაფლაოს შემოღობვა და საბოგირე გადასასვლელის მოწყობა.

 


მიქელეფონსა და ზედა ეწერ-ტობანიერში მოსახლეობისთვის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ,მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა და სტადიონის შემოღობისათვის საჭირო მასალების შეძენაა პრიორიტეტული, კუშუბოურში კი ადგილობრივები სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას და საავტომობილო გზის რეაბილიტაციას უჭერს მხარს.

 


ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 000 ლარია გამოყოფილი.

 


ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 13 თებერვალს დასრულდება.

 


ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი