„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრები ჩატარდა
12-02-2019, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.

 


მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ჩატარდა გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:

 


სოფელი  ბროლისქედი: შველიძის აღმართზე გზის ბეტონის საფარით მოწყობა;

 


სოფელი გოდოგანი: ქვაშავას უბანში გზის ბეტონის საფარის გაგრძელება; ეკლესიის უბანში მინი სპორტული სტადიონის მოწყობა; ბრეგაძეებისა და იდაძეების, ბადური-კანდელაკის, ფირცხალაშვილებისა და ხუჯაძეების უბნებისათვის სხვადასხვა დიამეტრისა და სიგრძის სასმელი წყლის მილების შეძენა;

 

 

სოფელი ნაგარევი: ზაქაშვილების უბანში ორ მონაკვეთზე ბოგირების მოწყობა; ხუციშვილების უბანში გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილისათვის მასალების შეძენა; ზაქარაშვილების უბანში ციცაბო მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოსაწყობად მასალის შეძენა;

 

 

სოფელი ჭალასთავი: გზის დამრეც მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა;

 


გოდოგანში გამართულ კრებას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ გიორგაძე, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი