გეგუთის ციხიდან პატიმრები საავადმყოფოში გადაიყვანეს
10-02-2014, 10:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გეგუთის #14-ე დაწესებულებიდან ქუთაისის სხვადასხვა საავადმყოფოში, გვიან ღამით, რამდენიმე პატიმარი გადაიყვანეს.

 

 

ექიმების განცხადებით, მსჯავრდებულებს სხეულზე თვითდაზიანებები აღენიშნებათ, ჭრილობები მათ ძირითადად კიდურებზე აქვთ მიყენებული. მედიკოსების ინფორმაციით, მსჯავრდებულების მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

 


გეგუთის ციხის პატიმრებს დღეს სახალხო დამცველის აპარტის წარმომადგენლებიც მოინახულებენ.

 

 

გეგუთის კოლონიაში 1000-მდე პატიმარი უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს. მსჯავრდბეულების თქმით, მათ შიმშილობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ერთ-ერთ პატიმარს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

 


7 თებერვალს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ საუბარში პატიმრებმა ძირითად პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. ნანუაშვილის განცხადებით, პატიმრების მთავარი მოთხოვნაა, პირადად პროკურატურამ გამოიძიოს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მათზე ფიზიკური ზეწოლის სამი ფაქტი. სახალხო დამცველთან შეხვედრაზე პატიმრებმა ასევე მოითხოვეს მოიხსნას ამანათების შეგზავნაზე ადმინისტრაციის მხრიდან დაწესებული შეზღუდვები და შეიცვალოს გძელვადიანი პაემნების დროს პატიმართა ოჯახის წევრების შემოწმების წესი. პატიმრები უკმაყოფილო არიან საყოფაცხოვრებო პირობებითაც. მათ სურთ ხელი მიუწვდებოდეთ დამაკმაყოფილებელ სამედიცინო მომსახურებაზე და გაიზარდოს სეირნობის ხანგრძლივობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პატიმართა განცხადებები აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samarthali/36801-geguthis-cikhidan-7-patimari-saavadmyofoshi-gadaiyvanes.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი