აშშ-ის ეროვნულმა ვალმა პირველად გადააჭარბა 22 ტრილიონ დოლარს და ექსპერტებმა გამაფრთხილებლად განაცხადეს, რომ ეს შესაძლოა თითოეული ამერიკელის ეკონომიკურ უსაფრთხოებას აყენებდეს რისკის ქვეშ
13-02-2019, 14:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულმა ვალმა პირველად გადააჭარბა 22 ტრილიონ აშშ დოლარს და ექსპერტებმა გამაფრთხილებლად განაცხადეს, რომ ეს შემდგომი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანა არამდგრად ფინანსურ გზას ადგას, რაც შესაძლოა თითოეული ამერიკელის ეკონომიკურ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებდეს.

 


ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვალმა 22.012 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა და მხოლოდ მიმდინარე თვეს 30 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

 


როგორც ამერიკული გამოცემა „USA TODAY“ იტყობინება, ეროვნული ვალი უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება მას შემდეგ, რაც ერთ წელიწადზე მეტი ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა 1.5 ტრილიონი გადასახადის შემცირების პაკეტი წარმოადგინა და ასევე კონგრესის იმ ძალისხმევის შედეგად, რომ გაიზარდოს ხარჯები შიდა და სამხედრო პროგრამებზე. მხოლოდ ბოლო 11 თვეში სახელმწიფომ 1 ტრილიონზე მეტი აშშ დოლარი ვალი დაამატა.

 


„ამ სამწუხარო ზღვრამდე ასე სწრაფად მიღწევა იმის უკანასკნელი ნიშანია, რომ ჩვენი ფისკალური მდგომარეობა არა მხოლოდ არამდგრადია, არამედ პროგრესირებადიც“, განაცხადა მაიკლ პიტერსონმა, ქვეყნის გრძელვადიან ფისკალურ გამოწვევებზე მომუშავე ორგანიზაცია „Peter G. Peterson“-ის აღმასრულებელმა ოფიცერმა.

 


ექსპერტების თქმით, მზარდი ვალი ამერიკელებისთვის შესაძლოა, რომ წუხილის საგანს წარმოადგენდეს, რადგანაც დროთა განმავლობაში ამან შეიძლება საპროცენტო განაკვეთის ზრდა განაპირობოს მომხმარებლებისა და ბიზნესებისათვის. უფრო მაღალი განაკვეთი იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთების, კორპორატიული ობლიგაციებისა და აქციების და სხვა ტიპის სამომხმარებლო და ბიზნეს სესხების ზრდის საფუძველი შეიძლება გახდეს.

 


დიდმა ეროვნულმა ვალმა ასევე შესაძლოა უფრო გაართულოს მთავრობისთვის ხარჯების გაზრდა შემდგომი რეცესიის წინააღმდეგ საბრძოლველად ან პროგრამების დაფინანსებასთან ერთად შეაფერხოს უფრო მეტი ფულის წარმართვა მუშათა ხელახალი გადამზადებისა და ღარიბების დახმარებისათვის.

 

 

მზარდ ეროვნულ ვალს პიტერსონი მიაკუთვნებს „ხარჯვასა და შემოსავლებს შორის სტრუქტურულ შეუსაბამობას“. მისი თქმით, ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალები არიან დაბერების გზაზე შემდგარი მოსახლეობა, ჯანდაცვის მაღალი ხარჯები და მზარდი საპროცენტო გადასახადები - საგადასახადო კოდექსთან ერთად, რომელიც საკმარისი შემოსავლის შექმნას ვერ უზრუნველყოფს.

 


ვალი, რომელიც 22 ტრილიონს სცდება „კიდევ ერთი სამწუხარო შემხსენებელია ჩვენი ერის ლიდერების იმ უპატიებელი ქმედებისა, რასაც ისინი განაგრძობენ და რაც შემდგომ თაობებს უნდა დაუტოვონ“, განაცხადეს ჯუდ გრეგმა და ედუარდ რენდელმა, „ფედერალურ ბიუჯეტზე პასუხისმგებელი“ არაპარტიზანული კომიტეტის პროექტის, არაპარტიზანული კამპანიის „Fix the Debt“-ის თანათავმჯდომარეებმა.

 


„ბოლო წლების განმავლობაში ფისკალური უგუნურება შოკისმომგვრელია იმ ფონზე, როდესაც ძალზე ცოტას გააჩნია სურვილი წარსდგეს რეალური გეგმით. ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლობის განცდის მქონე ხელმძღვანელობა, რომ გადაწყვიტოს ვალის პრობლემა“, განაცხადეს მათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი