ლევან იზორია როუზ გოტმიოლერს შეხვდა
13-02-2019, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. ვიზიტის პირველი დღე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტმიოლერთან შეხვედრით დაიწყო.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ საქართველოს მოსახლეობის მზარდი მხარდაჭერა.

 

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა და როუზ გოტმიოლერმა თავდაცვის ძალებში განხორციელებული და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო წარმატებით იყენებს ალიანსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკულ მექანიზმს და განსაკუთრებით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კუთხით მიღწეული პროგრესი.

 


საუბარი ასევე შეეხო, საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობასა და საერთაშორისო სწავლებებს. მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იქნება მაღალი დონის ვიზიტებით, საერთაშორისო სწავლებებითა და სხვადასხვა ღონისძიებით.

 

 

დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი