საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
13-02-2019, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შეხვდა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.

 

 

მხარეებმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების ურყევ მისწრაფებებზე და ამ კუთხით საქართველოს მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერაზე იმსჯელეს.

 

 

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლება “NATO-GEO EXERCISE 2019”-ს შეეხო.

 

 

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია უკვე შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტმიოლერს. ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიტვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატო-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი