თავდაცვის მინისტრი ნატოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩ კეი ბეილი ჰაჩისონს შეხვდა
13-02-2019, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

 

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის პირველი დღე ნატოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთან ელჩ კეი ბეილი ჰაჩისონთან შეხვედრით დაიწყო.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის წარმომადგენელს ნატოში აშშ-ის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას.

 

 

„ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა მქონდა აშშ-ის მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან. განვიხილეთ ძალიან კონკრეტული პერსპექტივები, თუ როგორ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში. საუბარი იყო განსაკუთრებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის განხორციელების ასპექტზე, რომელიც წელს ჩრდილოეთ მაკედონიას შეეხო, ორი წლის წინ კი, მონტენეგროს.“, – განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

ლევან იზორიამ ელჩ კეი ბეილი ჰაჩისონს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და მომავალი წლის გეგმები გააცნო. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივ ფორმატში აშშ-საქართველოს სამაგალითო თანამშრომლობის საკითხი. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი აშშ-საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის (GDRP) პროგრამის მიმდინარეობასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის სრულყოფაზე. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე, ბიუჯეტისა და რესურსების სწორად განაწილებაზე, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციასა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე.

 

 

დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი