ლევან იზორია თურქ კოლეგას შეხვდა
13-02-2019, 19:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობა, ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით საქართველოს მიერ თავდაცვის ძალებში გატარებული რეფორმები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში თურქეთის როლი - ეს ის საკითხებია, რაზეც საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს.

 

 

ლევან იზორიამ თურქ კოლეგას ჰულუსი აკარს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივი ისე სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში კიდევ უფრო ფართოვდება. ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივი თანამშრომლობით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება უფრო ძლიერდება.

 

 

შეხვედრისას მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის დინამიურ ურთიერთობაზე მაღალი დონის ვიზიტებიც მეტყველებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ თურქეთსა და საქართველოში დაგეგმილ სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის წვრთნებში.

 

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს SNGP-ს ქვეშ თურქეთის კონტრიბუცია, კერძოდ ავიაციის ინიციატივის ხელმძღვანელობა და ექსპერტებით ჩართულობა სამხედრო პოლიციისა და საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივებში.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი