საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება
14-02-2019, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციას საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.

 

 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალური გახსნის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრი და თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან, პატრიკ შანაჰანთან გამართავენ შეხვედრას.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთობლივ ღონისძიებაში ნატო-ს გაფართოების თემატიკაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი გახსნიან.

 

 

კონფერენციის პარალელურად, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ, შვედ და ლატვიელ კოლეგებთან. ღონისძიების მეორე დღეს ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელით სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრება. ამავე დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდება.

 

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების განსახილველად მსოფლიოს წამყვანი ფორუმია. ყოველწლიურად კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, სახელმწიფოს ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან და გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი