სანკტ-პეტერბურგში 68 წლის ასაკში პოპულარული რუსი მომღერალი, რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი ზახაროვი გარდაიცვალა.
როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, არსებული ინფორმაციით, მსახიობის სიკვდილის მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები იყო.
ზახაროვი 1950 წლის 1 მაისს დაიბადა ნიკოლაევში. 1971 წელს მოსკოვის მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა, საიდანაც ორი წლის შემდეგ ლენინგრადის მუსიკალურ სკოლაში გადავიდა.
1974 წელს მან საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მიიღო. 1975 წელს კი მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა მუსიკალურ ფილმში „ციური მერხცლები“.
თავისი წარმატებული მუსიკალური კარიერის განმავლობაში იგი მსოფლიოს 42 ქვეყანაში იმყოფებოდა გასტროლებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.