წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედა ზონის სოფლებში „მთის კანონის“ მონიტორინგი ჩატარდა
15-02-2019, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, მაია ფანჩულძემ და მონიტორინგზე პასუხისმგებელმა პირმა, შოთა ნუცუბიძემ წყალტუბოს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მონიტორინგი ჩაატარეს. ბენთქოულა, დერჩი, დღნორისა, ზედა ონჭიეში, მექვენა, საჩხუერი და ჭაშლეთი - ეს ის სოფლებია, რომლებსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „მთის კანონი" ეხება.

 


„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო.

 


კანონის თანახმად, ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მერი იღებს. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

 


როგორც მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი მაია ფანჩულიძე განმარტავს, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს სტატუსი უწყდება, თუ: შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა); დატოვა მაღალმთიანი დასახლება (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა); დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა ან გარდაიცვალა.

 

 

„სამ თვეში ერთხელ, სწორედ ამ მონოტირონგზე გვიწევს მათალმთიანი სოფლების მოსახლეობის მონიტორინგი, მიხარია რომ ამ სოფლებს უბრუნდება მოსახლეობა. ხალხის რაოდენობა იზრდება და უფრო მეტი ადამიანის სარგებლოს ამკანონის სიკეთეებით,“ აღნიშნავს მაია ფანჩულიძე.

 


როგორც ცნობილია, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია სოციალური და საგადასახადო მთელი რიგი შეღავათები.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი