თავდაცვის ძალებში ქუთაისიდან სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს
15-02-2019, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში ქალაქ ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მათ მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ გაუწიეს. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტები, განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები და მომავლის გეგმები გააცნო. თავდაცვის ძალების მეთაურმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციასა და მისიებში მიღებულ პირად გამოცდილებაზეც ისაუბრა.

 

 

პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ კი მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და საქართველოს სამხედროისტორიის, თავდაცვის ძალების მიზნებისა და ღირებულებების, სამხედრო პროფესიის არსის, ასევე, თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებს გენერალურ შტაბში გამოფენილი იარაღის დათვალიერებისა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სამუშაო გარემოს გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით, მსგავსი შეხვედრები რეგულარულად იმართება. მოსწავლეებისა და სტუდენტების ვიზიტის მიზანს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაღრმავება, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა, ჯარის პოპულარიზაცია და მასზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი