შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავები ვენესუელასთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთებით კოლუმბიაში ჩაფრინდნენ
17-02-2019, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა ვენესუელასთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება კოლუმბიის სასაზღვრო ქალაქ კუკუტაში ჩაიტანეს.

 


USAID-ის ადმინისტრატორმა მარკ გრინმა კუკუტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დახმარება ხუან გუაიდომ ითხოვა, რადგანაც ვენესუელა მზარდი ჰუმანიტრაული კრიზისისი წინაშე დგას.

 


„ბავშვები შიმშილის სპირას არიან და თითქმის ყოველი საავადმყოფო ვენესუელაში მედიკამენტების სერიოზულ ნაკლეობას განიცდის“, თქვა მან.

 

 

 


თუმცა ამ დრომდე უცნობია, მოხერხდება თუ არა ჰუმანიტრაული ტვირთის შეტანა ვენესუელაში, რადგან ვენესუელასა და კოლუმბიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზატკეცილის ხიდი ისევ ბლოკირებული რჩება პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაქვემდებარებული არმიის მიერ.

 


გუაიდომ „თვითერზე“ დაწერა, რომ ისინი მოახდნენ მობილიზებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც და მათი ბრძოლა „შედეგს გამოიღებს“.

 

 

 

 

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ 13 თებერვალს კარაკასში გამართულ დემონსტრაციაზე ათეულობით ათას მხარდამჭერს უთხრა, რომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგობის მიუხედავად ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება 23 თებერვალს მაინც შეტანილი იქნება.

 


მან ასევე აღნიშნა, რომ „უზურპატორმა [მადურომ] პოსტი უნდა დატოვოს“.

 


„ჩვენ გვყავს დაახლოებით 300 000 ვენესუელელი, რომლებიც მოკვდებიან, თუკი ეს დახმარება არ შემოვა. თითქმის 2 მილიონია ისეთი, რომელთა ჯანმრთელობაც რისკის ქვეშაა“, განაცხადა გუაიდომ.

 

 

გასულ კვირას ამერიკული ჰუმანიტარული ტვირთებით სავსე პირველი სატვირთო ავტომანქანები კოლუმბიის სასაზღვრო ქალაქ კოკუტას მიადგნენ, თუმცა ვენესუელაში შესვლას ვერ ახერხებენ, რადგან ტიენდიტასის ხიდი ვენესუელას საჯარისო ნაწილებისაგანაა ბლოკირებული.

 

 

რატომ არის მადურო ჰუმანიტარული დახმარების მიღების წინააღმდეგი? 

 

 

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპის მთავრობას „ექსტრემისტების დაჯგუფება“ უწოდა და ვენესუელაში შექმნილ კრიზისში შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

 


BBC-ისთან ინტერვიუში მადურომ განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ვენესუელაში, რადგანაც ეს არის გზა აშშ-ისთვის გაამართლოს სამხედრო ინტერვენცია.

 


„ისინი არიან ომის წამქეზებლები იმისათვის, რომ კონტროლი აიღონ ვენესუელაზე“, თქვა მან.

 


შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობამ ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა და მადუროზე როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება, რომ მან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს.

 


ამასობაში კი გუაიდომ სამშაბათს ახალი ანტი-სამთავრობო პროტესტისკენ მოუწოდა მხარდამჭერებს.

 


მადურო ტრამპის ადმინისტრაციაზე: „ექსტრემისტული ჯგუფი“

 


ვენესუელასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მანამდეც საკმაოდ დაძაბული იყო, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთი პირველი იქნებოდა ვინც გუაიდოს, როგორც დროებით პრეზიდენტს მხარს დაუჭერდა.

 


მას შემდეგ კი, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალაში რჩებოდა სამხედრო ძალის გამოყენების „არჩევანი“, ვენესუელამ შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

 


ინტერვიუში მადურომ განაცხადა, რომ მას იმედი ჰქონდა, რომ „თეთრ სახლში ექსტრემისტული დაჯგუფება დამარცხებული იქნებოდა მძლავრი საზოგადოებრივი აზრის მიერ მთელ მსოფლიოში“.

 


ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში BBC-ისთან ინტერვიუში მან თქვა: „ეს არის პოლიტიკური ომი შეერთებული შტატების იმპერიის... კუ კლუქს კლანის, რომელიც მართავს თეთრ სახლს, რომ კონტროლი დაამყარონ ვენესუელაზე“.

 


პრეზიდენტ მადუროზე საერთაშორისო ზეწოლის სათავეში შეერთებული შტატები დგას და ვაშინგტონმა ვენესუელაზე უამრავი ეკონომიკური სანქცია დააწესა, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ სანავთობო კომპანია „PDVSA“-ზეც, რომლის მიზანიცაა ქვეყნის შემოსავლების მთავარ წყაროს მიაყენოს დარტყმა.

 


შეერთებულმა შტატებმა ასევე გააკრიტიკა მადუროს მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად სასამართლოების და უსაფრთხოების ძალების გამოყენების მზარდი ტენდენცია.

 


სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მადუროს მთავრობას „კატასტროფული დიქტატურა“ უწოდა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა კი განაცხადა, რომ მადურო „ძალაუფლებას არალეგიტიმურად ებღაუჭება“.

 

 

 

 

კუ კლუქს კლანთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე დასმულ შეკითხვაზე, სჯეროდა თუ არა მას, რომ ტრამპი „თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე“ იყო, მადურომ უპასუხა: „დიახ, ის არის [„თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე“]... მათ ვძულვართ ჩვენ. ისინი გვამცირებენ ჩვენ, რადგან მათ მხოლოდ თავიანთი ინტერესების და შეერთებული შტატების ინტერსების სჯერათ“.

 


მადურო ჰუმანიტარულ დახმარებაზე: „ფარსი“

 


პრეზიდენტმა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული უცხოური ჰუმანიტარული დახმარების ქვეყანაში შეტანაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ვენესუელას გააჩნია „შესაძლებლობა დააკმაყოფილოს თავისი ხალხის ყველანაირი მოთხოვნილება“ და არ სჭირდება „ხვეწნა ვინმესთვის“.

 


მაგრამ, როგორც BBC წერს, ვენესუელა პირველადი მოხმარების საგნების მხრივ, ისეთის, როგორიცაა სამედიცინო წამლები და საკვები, მწვავე დეფიციტს განიცდის. გასულ წელს, ინფლაციის მაღალმა დონემ ყოველ 19 დღეში ფასების საშუალოდ ორჯერ მატება გამოიწვია.

 


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, სამმა მილიონმა ადამიანმა, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 10-მა პროცენტმა, ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც 2014 წელს ეკონომიკურმა მდგომარეობამ გაუარესება დაიწყო. და გუაიდო აცხადებს, რომ 300 000-ზე მეტი ვენესუელელი „სიკვდილის რისკის“ ქვეშაა.

 


მადურომ, რომელმაც ვენესუელას ეკონომიკური განსაცდელი აშშ-ის სანქციებს დააბრალა, განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს „შექმნას ჰუმანიტარული კრიზისი იმისათვის, რომ გაამართლოს სამხედრო ინტერვენცია“.

 


„ეს არის ამ ფარსის ნაწილი. ამიტომაცაა, რომ მთელი ღირსებით, ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ არ გვინდა მათი ნამცეცები, მათი მოწამლული საკვები, მათი ნარჩენები“.

 


მადურო არჩევნების ჩატარების მოწოდებაზე: „რა არის აზრი?“

 


მადურო, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს, გასულ წელს მეორე ვადით იქნა არჩეული, მაგრამ არჩევნები სადავოდ იქცა, რადგან ბევრ ოპოზიციურ კანდიდატს აეკრძალა მასში მონაწილეობის მიღება, ზოგს კი ციხეში უკრეს თავი და ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

 


ოპოზციის მიერ კონტროლირებადი ეროვნული ასამბლეის [ვენესუელას პარლამენტის] სპიკერმა, ხუან გუაიდომ თავისი თავი 23 იანვარს პრეზიდენტად გამოაცხადა, განაცხადა რა, რომ კონსტიტუცია მას უფლებას აძლევდა, რომ დროებით ხელში აეღო ძალაუფლება იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი არალეგიტიმურად იყო მიჩნეული.

 


მადურომ, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რუსეთის, ჩინეთის და თურქეთის და რაც ყველაზე არსებითია, ვენესუელას არმიის მხარდაჭერა, განაცხადა, რომ იგი ვადამდელი არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს.

 


„რა არის ლოგიკა, მიზეზი, გავიმეოროთ არჩევნები?“ იკითხა მან.

 


მადურომ ასევე თქვა, რომ მხოლოდ „დაახლოებით 10“ მთავრობა უჭერდა მხარს გუაიდოს - ფაქტობრივად კი 30-ზე მეტმა სახელმწიფომ გამოაცხადა ოპოზიციის ლიდერისადმი მხარდაჭერა - და რომ ისინი ცდილობენ „ხელდასმა მოახდინონ მთავრობის, რომელიც არავის აურჩევია“.

 


„თეთრი სახლის ექსტრემისტებმა თავიანთ თავზე აიღეს იმის პასუხისმგებლობა, რომ სამხედრო გადატრიალება განახორციელონ ვენესუელაში“, განაცხადა მადურომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი