[ვიდეო] პირველად საქართველოს ისტორიაში „დელტამ“ აბუ-დაბიში ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე წარმოადგინა
17-02-2019, 18:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

17-18 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე (International Defence Exibition and Conference) წარმოდგენილ იქნა ეროვნული წარმოების შეიარაღება. ქართულ პავილიონზე წარმოდგენილია ჯავშანტექნიკის, მსუბუქი შეიარაღებისა და ინდდივიდუალური დაცვის საშუალებების ნიმუშები.

 

 

აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის „დელტადან“ აცნობეს.

 


სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ გამოფენაზე ექსკლუზიურად წარმოადგინა ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული, ასევე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკი, მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიული შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებული ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი RPGL-7G, 338 კალიბრისსნაიპერული შაშხანა სატევარი-2 და ინდივიდუალური დაცვის სისტემები.

 

 

 


თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და დელტას გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი მის გუნდთან ერთად გამოფენის პირველ დღეს შეხვდნენ პარტნიორებს და უმასპინლეს ქართული წარმოების სამხედრო პროდუქციით დაინტერესებული კომპანიებისა და ქვეყნების წარმომადგენლებს.

 


IDEX არის ერთადერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამ სერვისიანი საერთაშორისო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა და კონფერენცია MENA-ს რეგიონში (Middle East and North Africa- ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი), რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სექტორის დემონსტრირებას ახდენს. აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობას ღებულობს თავდაცვითი მრეწველობის მსოფლიოს 1000-ზე მეტი კომპანია, ისტორიაში პირველად, MENA-ს რეგიონის უდიდეს სამხედრო ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოც.

 


აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც სახმელეთო და საავიაციო შეიარაღების სრული სპექტრი, მათ შორის მსუბუქი ჯავშანტექნიკა, ტანკები, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური და სარაკეტო სისტემები, შვეულმფრენები, ტანკსაწინააღმდეგო შეირაღება, საბრძოლო მასალები, რეაქტიული და ლულიანი არტილერია, დაზვერვის, ბრძოლის ველის მართვის და კავშირგაბმულობის სისტემები, რადიო ქიმიური დაცვის სისტემები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ცეცხლსასროლი შეიარაღება, ისე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო ნედლეულის და კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

 


IDEX-2019-ზე ცენტრის მიერ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი