ხონის მუნიციპალიტეტში სოციალურ სამსახურთან არსებული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
18-02-2019, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტში სოციალურ სამსახურთან არსებული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მერის მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ და სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა კინწურაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და ახალ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს.

 


აღსანიშნავია, რომ 2018 წლის სამოქმედო გეგმის (შემუშავდა სოციალური სტრატეგიის საფუძველზე) ძირითადი ამოცანები, სრულად იქნა გათვალისწინებული მიმდინარე სოციალურ პროგრამებში. მათგან მნიშვნელოვანია გამოვყოთ შემდეგი პროგრამები:

 


1.სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების გაძლიერება;

 


2. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება/ძალადობის პრევენცია, 3. შშმ პირთა საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურება.

 


2019 წელს გაიზარდა სოციალური ბიუჯეტი და 720 000 ლარი შეადგინა.

 


საბჭოს შეხვედრაზე სოცილაური მომსახურების მთავარ პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება PIN-ის სოციალური პროგრამების ხელმძღვანელმა ნანა ყურაშვილმა. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ბენეფიციარებისთვის უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება თუ ერთჯერადი დახმარებები თანდათან შემცირდება და ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაინერგება არანაკლებ ერთი ახალი გრძელვადიანი სერვისი.

 


საბჭოს სხდომაზე პროექტის კოორდინატორმა თეონა ფურცხვანიძემ ისაუბრა მეფუტკრეობის პროექტზე, რომელსაც PIN-ი გასული წლიდან ახორციელებს. მისი თქმით, მიმდინარე წლის მარტში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მცირე და საშუალო მეფუტკრეებს (ვისაც აქვს არაუმეტეს 40 სკა) საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ. შერჩევის შემთხვევაში მეფუტკრეები გაივლიან 7-დღიან საბაზისო კურსს გამოცდილ მეფუტკრეთა საფუტკრეში.

 


ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი