მოკლულია 4 ჯარისკაცი, ერთი სამოქალაქო პირი და 2 მებრძოლი ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირში შეიარაღებული შეტაკებებისას
18-02-2019, 16:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

4 ჯარისკაცია მოკლული ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირში მებრძოლებთან შეიარაღებული შეტაკებებისას, იტყობინება პოლიცია.

 


ასევე მოკლულია ერთი სამოქალაქო პირი და ორი მებრძოლი.

 


შეტაკებები პულვამას რაიონში მოხდა - იქ, სადაც 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ 46 ინდოელი ჯარისკაცი იქნა მოკლული.

 


ამ ფონზე ბირთვული შეიარაღების მქონე ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს და ისლამაბადმა დელიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

 


უფრო ადრე, 14 თებერვალს, ქაშმირში, ნახევრად გასამხედროებული საჯარისო ნაწილების ავტობუსების კოლონაზე თვითმკვლელი მებრძოლის ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ავტომობილის მეშვეობით თავდასხმის კვალდაკვალ კი, ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ინდოეთმა, რომელიც თავდასხმაში ბრალს ოფიციალურ ისლამაბადს სდებს და აცხადებს, რომ ამ საშინელ ტერორისტულ აქტში პაკისტანის ხელი ურევია.

 

 

 

გასულ კვირას ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირის რეგიონში ინდოელ ჯარისკაცებზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 46 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქაშმირელი მუსლიმები გააფრთხილეს, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგან სამაგიეროს გადახდის საფრთხეები არსებობს.

 


როგორც BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, ჩრდილოეთ ინდოეთის შტატში ქაშმირიდან ჩასული სტუდენტები სცემეს და ზოგი მათგანი თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდანაც კი გაასახლეს.

 


ინდოეთის ცენტრალურმა პოლიციამ საჭიროების შემთხვევაში სტუდენტებს დახმარება შესთავაზა, მაგრამ ამავე დროს მცდარი ცნობების გავრცელების შესახებაც გააფრთხილა.

 


„The Times of India“-ს თანახმად, ინდოეთის ქალაქ დეჰრადუნში 20 ქაშმირელი გოგო იძულებული გახდა თავი ჩაეკეტა თავიანთი ჰოსტელის ოთახებში, სანამ იქ პოლიცია მივიდოდა.

 


ერთ-ერთმა გოგომ თქვა, რომ ისინი იმდენად იყვნენ შეშინებულები, რომ თავიანთი ოთახების კარების გაღება ვერ შეძლეს იმისათვის, რომ გარეთ გასულიყვნენ და რაიმე საკვები შეეძინათ.

 


ზოგიერთი ადგილობრივი მედია გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი ქაშმირელი სტუდენტები, რომლებიც ინდოეთის ქალაქებში სწავლობდნენ, იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილები, რათა ძალადობის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ.

 


ამის პარალელურად, სოციალურ მედიაში ინდოეთის საზოგადოების ბევრმა წარმომადგენელმა სიმპათია გამოხატა ქაშმირელი სტუდენტებისადმი და ზოგიერთმა მათგანმა მათ საცხოვრებლად თავიანთი სახლებიც კი შესთავაზა.

 


14 თებერვალს, თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე ავტომანქანით 78 ავტობუსისაგან შემდგარ იმ კოლონას განზრახ შეუვარდა, რომელსაც შრინაგარ-ჯამუს ავტომაგისტრალზე ინდოეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები გადაჰყავდა.

 


პასუხისმგებლობა პაკისტანში ბაზირებულმა მებრძოლთა ჯგუფმა ჯაიშ-ე-მუჰამედმა აიღო, იმ დაჯგუფებამ, რომლის ორი წევრიც პოლიციის მიერ დღეს იქნა მოკლული. 

 


ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელმა და მასშტაბურმა ტრაგედიამ ინდოეთში შოკი გამოიწვია და მთავრობამ განაცხადა, რომ იგი სამაგიეროს გადახდაზე იფიქრებს და შეეცდება პაკისტანის „ სრული დიპლომატიური იზოლაცია“ მოახდინოს.

 


ორივე, ბირთვული ინდოეთი და ასევე ბირთვული პაკისტანი პრეტენზიას აცხადებს მუსლიმების უმრავლესობით დასახლებულ ქაშმირზე, თუმცა ვერც დელი და ვერც ისლამაბადი, სრულად ვერ აკონტროლებს აღნიშნულ რეგიონს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი