„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია
18-02-2019, 19:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტები შეარჩია.

 


ისლარში 10 000 ლარია გამოყოფილი, აღნიშნული თანხით მოსახლეობა სასმელი წყლის რეზერვუარს შეაკეთებს, დაასრულებენ ასევე, სარიტუალო სახლის მშენებლობას და გარე განათებას მოაწყობენ პირველ უბანში.

 


ღუდუმექეთის მოსახლეობამ მეიფარიანების უბანში ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციას და სვანიძეების უბანში გზის მოხრეშვას დაუჭირა მხარი, რისთვისაც 10 000 ლარს დახარჯავენ.

 


ფარცხნალში სასაფალომდე მისასველლი გზის მოხრეშვა, შარიქაძეების უბანში გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს ღობის შეკეთება, წყლის რეზერვუარისა და წისქვილისთვის ძრავის შეძენა აირჩია მოსახლეობამ. სოფლისთვის 12 000 ლარია განკუთვნილი.

 


ახალსოფლის მცხოვრებლებმა გამოყოფილი 10 000 ლარით სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და გზების მოხრეშვა აირჩიეს პრიორიტეტად.

 


სოფლის კრებებს ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აფრასიონ ლურსმანაშვილი უძღვებოდნენ.

 

 

ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი