აშშ-ის 16 შტატის კოალიცია დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივის, რათა „დაბლოკონ მის მიერ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით
19-02-2019, 10:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების 16 შტატის კოალიცია, რომელსაც სათავეში კალიფორნია უდგას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მიზნით პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სასამართლოში უჩივის.

 


სარჩელი კალიფორნიის ჩრდილოეთ რაიონის სასამართლოშია შეტანილი.

 


რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირების, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის სისრულეში მოყვანის მიზნით საპრეზიდენტო უფლებამოსილება გამოიყენა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, კონგრესის გვერდის ავლით სამხედრო ხარჯების გამოყენების მეშვეობით პროექტის დაფინანსების ალტერნატიული გზა გამონახა.

 


კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა ქსავიერ ბესერამ განაცხადა, რომ მათ პრეზიდენტი ტრამპი სასამართლოში მიჰყავთ, რათა „დაბლოკონ მის მიერ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“.

 


„ჩვენ სარჩელი შეგვაქვს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, რომ შევაჩეროთ ჩვენი შტატების გადასახადების გადამხდელთა თანხების კონგრესის გვერდის ავლით, უკანონოდ, ერთპიროვნულად დაყაჩაღება. უმეტესობა ჩვენგანისთვის პრეზიდენტის ოფისი არ წარმოადგენს ადგილს თეატრისთვის“, აღნიშნა პროკურორმა.

 


როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ორშაბათს შეტანილი სარჩელის მიზანია დროებითი სასამართლო აკრძალვის მიღწევა ტრამპის საგანგებო მდგომარეობის ქმედების შესაჩერებლად იმ დრომდე, ვიდრე სასამართლოებში საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

 


ტრამპმა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა პარასკევს, 15 თებერვალს, თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამოაცხადა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს მას, რომ კედლის მშენებლობისთვის დაახლოებით 8 მილიარდი აშშ დოლარი მიიღოს.

 


როგორც BBC წერს, ეს თანხა ჯერ კიდევ მცირეა იმასთან შედარებით, რაც თითქმის 2 000 მილზე (3 200კმ) გაჭიმული საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობისთვისაა საჭირო და სავარაუდოდ, ამას 23 მილიარდი აშშ დოლარი ესაჭიროება.

 


ტრამპმა იმთავითვე განაცხადა, რომ მისი ეს ნაბიჯი სასამართლოში იქნებოდა გასაჩივრებული და იწინასწარმეტყველა, რომ საქმე უზენაეს სასამართლოში დასრულდებოდა.

 


„ჩვენ წინ აღვუდგებით ეროვნული უსაფრთხოების კრიზისს ჩვენს სამხრეთ საზღვარზე“, განაცხადა მან და დაამატა:

 


„ყველამ იცის, რომ კედელი მუშაობს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი