ხანძარი გაჩნდა ლენტეხში, საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობაში - დამწვარია 200-დან 300 კვ.მ-მდე საცხოვრებელი ფართი
19-02-2019, 18:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაბა ლენტეხში, საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ხანძარი გაჩნდა. როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ცეცხლმა, დაახლოებით, 200-300 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი გაანადგურა.

 

 

ლიპარტელიანის თქმითვე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

 

 

მერთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რომელიც ადგილობრივებს ხვდება.

 

 

„მსხვერპლი არ არის, არც დაშავებულია ვინმე. სახანძრო-სამაშველო სამსახური დროულად მოვიდა, დაგვეხმარნენ ცაგერიდანაც და ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გავრცელების არანაირი საშიშროება არ არსებობს. შემთხვვის ადგილზე ვიმყოფებოდი მე, ჩამობრძანებულია სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე.

 

 

შენობაში, დაახლოებით, 10-12 ოჯახი ცხოვრობს. ამ ეტაპზე, 2-3 ოჯახი, ვისი კუთვნილი ბინებიც დაიწვა, ადგილზე არ იმყოფებოდა. დაიწვა, დაახლოებით, 200-300 კვ. მეტრი ფართი. ბინა დაეწვა ძირითადად 2 ოჯახს, თუმცა, ისინი როგორც აღვნიშნე, აქ არ იმყოფებიან. რაც შეეხება მესამე ბინას, რომელიც მცირედ დაზიანდა, ერთი მცხოვრები ჰყავს და რჩება ბინაშივე. დასაბინავებელი არავინ გვყავს ამაღამ. აღდგენაზე, ალბათ, ის იზრუნებს, ვის ბალანსზეცაა შენობა.

 

 

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ამაზე ბუნებრივია, მე საუბარი არ შემიძლია", უთხრა GUARDIAN.GE-ს ბადრი ლიპარტელიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი