ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები გაიმართა
19-02-2019, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

19 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ზემო ქვალონში, სახოჭოლავოში, ბულიშში, გიმოზგონჯილში, გვიმარონში, დურღენაში, ჭითაუშკურში, საალანიო-საფაჩულიოში და საბაჟოში დასახლების კრებები გაიმართა. კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.

 


მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ კრებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები უძღვებოდნენ.

 

 

 


სოფელ გიმოზგონჯილის მოსახლეობასთან გამართულ კონსულტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ. მერმა ადგილობრივებს ქვემო ქვალონის სკოლის მშენებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გოჩა ქაჯაიას განცხადებით - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 158 ათასი ლარია.

 

 

დღეისათვის, ხობის მუნიციპალიტეტის 48 სოფელში ჩატარდა დასახლების კრება და გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაცია.

 


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყო.

 


ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი