აბუ-დაბიში, თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019-ის ფარგლებში, ქართულმა მხარემ უცხოეთის დელეგაციებს უმასპინძლა
20-02-2019, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და „დელტას” წარმომადგენლობა შეხვდა პარტნიორებს და უმასპინლა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქციით დაინტერესებული კომპანიებისა და ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელთა შორისაა ყაზახეთი, ინდონეზია, განა, პაკისტანი და ა.შ.

 


აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის „დელტა“-დან აცნობეს.

 


17-21 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „IDEX-2019”, სადაც წარმოდგენილი იყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სრული სპექტრი, მათ შორის მსუბუქი ჯავშანტექნიკა, ტანკები, საზღვაო ხომალდები, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური და სარაკეტო სისტემები, შვეულმფრენები, ტანკსაწინააღმდეგო შეირაღება, საბრძოლო მასალები, რეაქტიული და ლულიანი არტილერია, დაზვერვის, ბრძოლის ველის მართვის და კავშირგაბმულობის სისტემები, რადიოქიმიური დაცვის სისტემები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ცეცხლსასროლი შეიარაღება, ისე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო ნედლეულის და კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

 


აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ წარმოადგინა ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები, რომელთა შორის არის ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილი ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკი, მოდიფიცირებულ ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიულ შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებულ ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი GNM-60, მოდერნიზებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს RPGL-7G, .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანას სატევარი-2, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სხვადასხვა მოდელები.

 


აღნიშნულ გამოფენაზე ცენტრის მიერ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი