ვანის მერიაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
20-02-2019, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, ოთხშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა.

 


თათბირს მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი უძღვებოდა.

 


შეხვედრას მერის წარმომადგენლებთან ერთად ა(ა)იპ ვანის კომუნალური გაერთიანების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვანის ფილიალის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

 


შეხვედრაზე წარმომადგენლებს მიეწოდა ინფორმაცია ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის შესახებ, რომელიც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.

 


მყარი ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, მერის წარმომადგენლებს დღეს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცემათ.

 


ნარჩენების მართვის სფეროში ინერგება ევროპული მიდგომა, რაც პირველ რიგში, გულისხმობს ისეთი ნაგავსაყრელების მოწყობას, რომელიც იქნება ძალიან მაღალი გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის სტანდარტების.

 


2023 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, არსებულ ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს, 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს. ამ პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონების საცხოვრებელი პირობები.

 


დღევანდელ შეხვედრაზე წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ასევე თხილის კულტურის დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

 


გასულ კვირას, ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მესამე კონფერენციაზე თხილის დაცვის პროგრამაზე იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი, თავის მხრივ, მეთხილეთა ასოციაცია, ასოციაციის წევრებს სთავაზობს შეღავათებს მომსახურებაზე: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა, სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობა.
სამუშაო შეხვედრაზე დღეს საუბარი შეეხო გახშირებული ტყის ხანძრების თემასაც.

 


გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავენ. ასევე ხშირად, მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ ცეცხლის შეკავებას და ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება. არის შემთხვევები, როდესაც დაგვიანებით ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გამოძახება.

 


პრევენციის მიზნით რეგიონების და მუნიციპალიტეტების მასშტაბით იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე გააკონტროლებენ ხანძრების დამატებით ტერიტორიებზე გავრცელების რისკებს.

 


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა მსგავსი შემთხვევების დროს, არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.

 

 

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი