ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იაპონურ კომპანიებთან ურთიერთობა შეწყვიტა და რიკოთის ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ახალი ტენდერი გამოცხადდება
20-02-2019, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რიკოთის ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ახალი ტენდერი გამოცხადდება, - განაცხადა პარლამენტში ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

 


„ამ მონაკვეთის დაფინანსებაა იაპონური. JICA-ს პირობით, მხოლოდ იაპონურ კომპანიებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ტენდერში. სამწუხაროდ ფასი, რომელიც ორი იაპონური კომპანიიდან მივიღეთ, დაახლოებით 400 მილიონი ლარით აღემატებოდა საპროექტო ღირებულებას და სესხის ღირებულებას. ამიტომ, დამფინანსებელთან შეთანხმებით, ეს პროცესი შევწყვიტეთ და მიდის მოლაპარაკებები ორ დონორ ორგანიზაციასთან, რათა უახლოეს მომავალში დავიწყოთ ეს პროექტი“, განაცხადა ცქიტიშვილმა, რომლის თქმითაც, ყველაზე მეტი ინვესტიცია, მილიარდობით ლარი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იდება.

 

 

„ეს არის მარშრუტი წითელი ხიდიდან, სადახლოდან სარფამდე. 2018-2023 წლების განმავლობაში 227 კმ. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელზეც სავარაუდოდ 5 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. აქედან, მიმდინარეობს 77 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად სრულდება 2019-2021 წლებში. დაწყებულია სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები 81 კმ. მონაკვეთზე, სადაც ინვესტიცია დაახლოებით 2.1 მილიარდი ლარია“, თქვა ცქიტიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი