თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების კვებითი და სანივთე პროდუქტებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა
20-02-2019, 18:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების კვებითი და სანივთე პროდეუქტებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა. როგორც ლევან იზორიამ გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯერ გამოაცხადა და შემდგომ კი კორუფციული მიზნებით, ჩაშალა ტენდერი სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

„ტყუილია თითქოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა. მარტო ის ფაქტი, რომ ტენდერი თავდაცვის სამინისტროს არ ჩაუტარებია აქარწყლებს ყველანაირ ეჭვს, რომელიც ყველაზე მტკივნეულ და ჩემთვის ყველაზე მთავარ თემას- კორუფციას უკავშირდება. გთხოვთ, რომ მსგავს თემებს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. რაც შეეხება პროცედურას, როდესაც გარკვეული პროდუქციის შესყიდვის დროს ტენდერი ჩაიშლება, უწყვეტი მომარაგების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაგრძელდეს ხელშეკრულება იმ კომპანიასთან , რომლეთანაც ძველი ტენდერის საფუძველზე გაფორმებული იყო ხელშეკრულება. სწორედ ძველი ტენდერის პირობებით, ჩვენ გავაგრძელეთ ხელშეკულება, ვიდრე ტენდერში ახალი კომპანია არ გამოვლინდება, იმ სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად , რომელსაც უკვე კონსოლიდირებული ტენდერი ითვალისწინებს, რომლესაც კიდევ ერთხელ ვამბობ თავდაცვის სამინისტრო არ უკეთებს ორგანიზებას", განმარტა ლევან იზორიამ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების სანივთე პროდუქტების მომარაგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით თავდაცვის ძალები სანივთე პროდუქტებით 100 პროცენდით მარაგდება.

 

 

„ჟურნალისტების თანამონაწილეობით საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ ამ შემთხვევაშიც გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია. მინდა გითხრათ საიმაყით, სხვა წლებისგან განსხვავებით, ჩვენ სანივთე პროდუქტების, მათ შორის ფორებისა და ბათინკების 100 პროცენტიანი მარაგი გვაქვს. მეტსაც გეტყვით, თუ ამ დრომდე ჯარისკაცების მომარაგება ხდებოდა წელიწადში ერთხელ, ახლა, თავდაცვის ძალებს სანივთე ქონებით, ორ წელიწადში სამჯერ ვამარაგებთ. რაც შეეხება ბათინკებს, რომელიც ახალი ტენდერის პირობებშია შეძენილი, მათი ხარისხი ნატოს სტანდარტებს შეესაბამება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი