ტრამპმა დაავალა პომპეოს, რომ აშშ-ში დაბადებულ 24 წლის ქალს, რომელმაც ამერიკა 20 წლის ასაკში „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების მიზნით დატოვა, ქვეყანაში უკან დაბრუნების საშუალება არ მიეცეს
21-02-2019, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქალს, რომელმაც დატოვა აშშ იმისათვის, რომ გამხდარიყო „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების პროპაგანდისტი, ამერიკაში უკან დაბრუნების საშუალება არ მიეცემა.

 


„თვითერზე“ გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ინსტრუქცია მისცა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს „ჰოდა მუტანას ქვეყანაში უკან დაბრუნების ნება არ დართოს“.

 


უფრო ადრე პომპეო ამტკიცებდა, რომ 24 წლის მუტანა არ იყო აშშ-ის მოქალაქე და არ უნდა მისცემოდა მას უკან დაბრუნების საშუალება.

 


მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ქალის ოჯახმა და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ მას აშშ-ის მოქალაქეობა გააჩნია.

 


მუტანა, რომელიც ალაბამაში გაიზარდა, 20 წლის იყო, როდესაც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაერთიანების მიზნით გაემგზავრა. მან თავის ოჯახს უთხრა, რომ თურქეთში, უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მიდიოდა.

 


აღნიშნული საქმე მსგავსია დიდ ბრიტანეთში დაბადებული მოზარდისა, შამიმა ბეგუმის, რომელსაც ბრიტანული მოქალაქეობა ჩამოერთვა. ბეგუმი ლონდონიდან 2015 წელს გაიქცა იმისათვის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებულიყო, მაგრამ ახლა აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთში დაბრუნება სურს.

 


პრეზიდენტმა ტრამპმა დიდ ბრიტანეთს და სხვა ევროპულ ქვეყნებს ახლახან უთხრა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, რომელიც დაჯგუფების წინააღმდეგ საბოლოო ბრძოლებისას იქნებიან დატყვევებულნი, უკან წაიყვანონ და გაასამართლონ.

 


მუტანას ოჯახის ადვოკატმა, ჰასან შიბლიმ განაცხადა, რომ „სრულიად აბსურდულია“ ის, რომ ტრამპი ერთი მხრივ მოუწოდებდეს ევროპულ სახელმწიფოებს უკან წაიყვანონ თავიანთი მოქალაქეები და მეორე მხრივ „ახლა ცდილობს ითამაშოს, როდესაც საქმე ეხება ამერიკის მოქალაქეებს“.

 


„ტრამპის ადმინისტრაცია განაგრძობს თავის მცდელობებს არაკანონიერად ჩამოართვას მოქალაქეობა თავის მოქალაქეებს. ჰოდა მუტანას მოქმედი ამერიკული პასპორტი ჰქონდა და არის აშშ-ის მოქალაქე. იგი დაიბადა ნიუ ჯერსიში, ჰაკენსაკში, 1994 წლის ოქტომბერში, ერთი თვის შემდეგ, რაც მამამისმა დიპლომატიური საქმიანობა შეწყვიტა“, უთხრა ადვოკატმა „ABC News“-სს.

 

 

მანვე აღნიშნა, რომ მუტანა ნანობს თავის საქციელს და სურს უკან დაბრუნდეს შეერთებულ შტატებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი