ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთისა და კუმურდოს ტერიტორიული ერთეულების სოფლების ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა
22-02-2019, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა 2019 წლის 20-21 თებერვალს მორიგი შეხვედრა გამართეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთის ტერიტორიული ორგანოს სოფლების - დიდი სამსარი, პატარა სამსარი, იხტილა, მერენია და კუმურდოს ტერიტორიულ ორგანოს სოფლების - კუმურდოსა, და კიროვაკანის ფერმერებთან.

 


ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ცნობით, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მარცვლეულის, ბოსტნეულისა და კარტოფილის საცავებში გრძელვადიანი შენახვისათვის გარემო პირობების შექმნა, რათა თავიდან იყოს აცილებული არასწორი შენახვის დროს დიდი ოდენობით ზარალის მიყენება.

 


ფერმერებს აუხსნეს თუ როგორ ხდება კარტოფილის სათესლე მასალის გადარჩევა-დახარისხება, მარცვლეული კულტურების სათესლე მასალის კონდიციამდე დაყვანა. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდის მიზნით მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება; სელის და ამარანტის კულტურების მოყვანა გავრცელებისათვის (შესაძლებლობის ფარგლებში) სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა; პესტიციდებთან მუშაობის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარება.

 


ყურადღება მიექცა ფერმერების მონაწილეობას სახელმწიფო პროექტებში და პროგრამებში: „დანერგე მომავალი“, „იაფი აგროკრედიტები“, „აგრო დაზღვევა“ „კოოპერაცია“ და სხვა.

 


ფერმერებს მეცხოველეობის პროდუქტიულობის გაზრდისა და მაღალპროდუქტიული ჯიშების შეძენის შესახებაც ესაუბრნენ. ასევე, გაიმართა დიალოგი სოფლებში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი