წყალტუბოში ბალნეოლოგიური კურორტებისთვის უახლესი ტექნოლოგიების შესახებ კონფერენცია ჩატარდა
22-02-2019, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრისა“ და საქართველოს „რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის“ მხარდაჭერით, ბალნეოლოგიური კურორტებისათვის კონფერენცია მოეწყო თემაზე: „უახლესი ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების გამოყენების საფუძვლები“.

 


სასტუმრო „პრომეთეში“ კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, ანგარიშები, მასტერკლასები და პრაქტიკული რჩევები მსხვილი სასტუმრო ქსელების და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ წყალტუბო არის ბალნეოკურორტების ცენტრი და ამ სფეროში ევროპული დონის ხარისხიანი მომსახურება და სერვისი, ბიზნესის განვითარებას ნიშნავს.

 


წყალტუბოს სასტუმროების გარდა, კონფერენციაზე სხვა ბალნეოკურორტების - ბორჯომის, ნუნისის, საირმის, ურეკის და ა.შ. სასტუმროების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 


„საჭიროა საქართველოს ბალნეოკურორტების სრული კვლევა მოხდეს, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული პოსტსაბჭოთა დროინდელ კვლევებზე, რომელსაც ევროპა არ ენდობა, შესაბამისად იმედი გვაქვს ეს კვლევაც მალე დაიდება“, განაცხადა „სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა.

 


„რეალურად ამ კონფერენციის ჩატარების აუცილებლობა ბაზრის მოთხოვნამ მოიტანა. წყალტუბო უნდა იყოს ბალნეოლოგიის ცენტრი და აქედან უნდა ხდებოდეს ინოვაციური მეთოდების დანერგვა ქვეყნის სხვა კურორტებში. ფაქტია, რომ დღესაც ძალიან ბევრი პოსტსაბჭოთა სივრცე აღიარებს წყალტუბოს როგორც უნიკალურ ბალნეოლოგიურ კურორტს".

 

 

კონფერენციაზე სხვადასხვა სფეროს 10-მდე სპეციალისტმა აუდიტორიას საინტერესო საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. მაგ: ტექსტილის დამუშავებისთვის ევროპული სტანდარტების გაცნობა, ჰიგიენის ნორმების დაცვა, კოსმეტიკის გამოყენების წესები და ა.შ.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი