5,5-წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა „ყალბი ცნობების“ გავრცელებაში ბრალდებულ აზერბაიჯანის ვებგვერდის რედაქტორს
22-02-2019, 14:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვებგვერდ Bastainfo.com -ის რედაქტორს მუსტაფა გაჯიბეილის პირობითად 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – იუწყება სააგენტო Turan. ის სამი მუხლის მიხედვით დამნაშავედ ცნეს: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება, გაყალბება და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებები.

 

 

მუსტაფა გაჯიბეილი – ჟურნალისტი და ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ აქტიური წევრია, რომელსაც მისი ღვიძლი ძმა ხელმძღვანელობს. ის ასევე ოპოზიციური საინფორმაციო პორტალის Bastainfo.com-ის რედაქტორია.

 

 

სასამართლოს მიერ პირობითი სასჯელის გამოტანის გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ გაჯიბეილი ყარაბაღის ომში მონაწილეობდა, და მას არასრულწლოვანი შვილები ჰყავს.

 

რისთვის გაასამართლეს მუსტაფა გაჯიბეილი

 

Bastainfo.com და კიდევ სამი ვებგვერდი 2018 წლის ივლისში დაიბლოკა. გენერალურმა პროკურატურამ მათ წინააღმდეგ საქმე ქალაქ განჯის მერზე თავდასხმის გაშუქების დროს ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით აღძრა.

 

 

თავდაპირველად მუსტაფა გაჯიბეილი ამ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა, თუმცა ნოემბერში მას ბრალდებულის სტატუსი მიენიჭა.

 

 

2017 წელს გაჯიბეილი გაფრთხილებებს იღებდა პროკურატურისგან ისეთი ცნობების პუბლიკაციასთან დაკავშირებით, „რომელთა ღიად გავრცელება კანონით იკრძალება“. საუბარია ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხტარლისადმი მიძღვნილ მასალებზე.

 

გაჯიბეილის პოზიცია

 

განაჩენის გამოცხადების წინ წარმოთქმულ თავის დასკვნით სიტყვაში მუსტაფა გაჯიბეილიმ მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკანონო და დაუსაბუთებელი უწოდა. ასევე მას აბსურდულად მიაჩნია, როდესაც მას „თანამდებობის პირად“ მოიხსენიებენ:

 

 

„მე არათუ თანამდებობა არ გამაჩნია, არამედ სამუშაო ადგილიც კი არ მაქვს. საკონსტიტუციო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობის პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა, და ჟურნალისტები ამ სიაში არ შედიან“, – თქვა რედაქტორმა.

 

 

დაცვა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

 

 

https://jam-news.net 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი