იაპონიის ოლიმპიადის მინისტრმა იოშიტაკა საკურადამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს საპარლამენტო შეხვედრაზე 3 წუთით დააგვიანა.
როგორც BBC იუწყება, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მისმა დაგვიანებამ აჩვენა უპატივცემულობა თავისი ოფისისადმი და პროტესტის ნიშნად საბიუჯეტო კომიტეტის შეხვედრას ბოიკოტი 5 საათით გამოუცხადეს.
საკურადა მინისტრის პოსტზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა.
მის მოვალეობებში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კიბერ-თავდაცვითი სამუშაოების მომზადებაც შედის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.