ვანის მუნიციპალიტეტის ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეთნოგრაფიული გუნდის „დუცხუნი“ 40 წლის საიუბილეო საღამოზე გუნდის სახელობის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა
22-02-2019, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთნოგრაფიული გუნდის „დუცხუნი“ 40 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა და გუნდის სახელობის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

 


საიუბილეო ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირმა ცხვარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

 


ეთნოგრაფიული გუნდი „დუცხუნ" 40 წლის მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა ქართული ფოლკლორის განვითარებისა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის საქმეს.

 


მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ერის ისტორიის, კუთხისათვის დამახასიათებელი თვითმყოფადობის გამოხატვა თავიანთ შემოქმედებაში.

 

 

 


გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ამირან ადეიშვილი, შალვა ცხვარაძე, გივი ჯულაყიძე, ნოდარ ჯულაყიძე, რომან ჭაფოძე, შაქრო ჯულაყიძე, ამბერკი მინაშვილი, ნიკოლოზ ცხვარაძე, გიორგი ჯულაყიძე, ჯიმშეთი ჯულაყიძე, ბიჭიკო ჭაფოძე, როსტომ ჯულაყიძე, ტედალი ჯულაყიძე და გუნდის ხელმძღვანელი გივი ჭაფოძე.

 


ყუმურში მოღვაწე ეთნოგრაფიულმა გუნდმა „დუცხუნი“, 1980 წელს პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა მხატვრული თვითშემოქმედების მესამე რესპუბლიკურ დასკვნით ტურში გამარჯვებისათვის, 1987 წელს კი, ერთი სიმღერის სატელევიზიო ფესტივალზეც პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

 


1988 წელს გუნდმა ბორჯომში  კომპოზიტორთა სიმპოზიუმზე პირველი ადგილი დაიკავა, ამავე წელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ საქართველოს ხალხური შემოქმედებით პირველობაზე გუნდმა ღირსეულად მოიპოვა პირველი ადგილი.

 


1996-1997 წლებში ჩოხატაურში გამართულ სიმპოზიუმზე გუნდი „დუცხუნი“ ორჯერ ზედიზედ გახდა პირველი ადგილის მფლობელი.

 


1994 წელს სოფელ ყუმურში, სპეციალურად ეთნოგრაფიული გუნდის „დუცხუნი“ -ს შემოქმედების გასაცნობად შვედი გერმანელები ჩამოვიდნენ და შეისწავლეს მათი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა.

 


გუნდის ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ რამდენიმე წევრი დარჩა ცოცხალი, თუმცა ამჟამად მოღვაწე ახალი თაობის წარმომადგენლები ღირსეულად იცავენ გუნდის მიერ დატოვებულ ეროვნულ ღირებულებებს.

 


ღონისძიების დასასრულს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყუმურის სასოფლო კლუბთან არსებული ეთნოგრაფიული გუნდ „დუცხუნი“-ს სახელობის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

 


ამავდროულად, ეთნოგრაფიულ გუნდ „დუცხუნი“-ს წევრებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი