გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა
22-02-2019, 19:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, გაიმართა რიგით მეხუთე სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 43 საკითხი განიხილეს.

 

 

ცვლილება შევიდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 4 თებერვლის №5 დადგენილებაში, რომელიც შეეხება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამებს.

 

 

საკრებულომ მოიწონა „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი, 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო წინადადებები და „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი, 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო წინადადებები.

 

 

დადებითად გადაწყდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სოფელ კუმისში მცხოვრები - ბაჩანა ჯავახიშვილის, სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები - კობა გვირჯიშვილის და სოფელ სართიჭალაში მცხოვრები - ზაზა მეტრეველის დახმარების საკითხი.

 

 

გადაწყდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების - აკაკი ოსიაშვილის, ბექა მამუკაშვილის, დავით სოლოღაშვილის, დემურ ქავთარაძის, ელნურ ალიევის, რუფატ სადიკოვის, ბექა ბეშიძის, გიორგი ბარბაქაძის, გიორგი კურტანიძის, აივენგო რიკაძის, ნიკოლოზ ჭიკაიძის, გიორგი ბარბაქაძის, გიორგი ქაცანაშვილის, ლუკა ხუციშვილის, რობერტ კობლიაშვილის, მწვრთნელების - ლევან ყურფარაშვილის, გოდერძი ჯოხაძის, შოთა ფერაშვილის, რაუფ სადიკოვის, გურამ ცალუღელაშვილის, აკაკი ჯოხაძის, იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოვების საკითხი.

 

 

თანხმობა მიეცა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამოიყენოს საზოგადოებრივი სივრცეები:

 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ\პ. ალახვერდი შამილოვის კუთვნილი ობიექტის (ს/კ N81.06.16.586) გარე ელექტრომომარაგების მიზნით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის.

 

 

სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ/პ. ქეთევან ბედიაშვილის კუთვნილი ობიექტის (ს/კ N81.04.04.396) გარე ელექტრომომარაგების მიზნით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის.

 

 

ქ.გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ\პ. თენგიზ მაღალდაძის კუთვნილი ობიექტის (ს/კ N81.15.04.082 ) გარე ელექტრომომარაგების მიზნით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის.

 

 

 

 

სოფელ გამარჯვების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ/პ. იოსებ ჭელიძის კუთვნილი ობიექტის (ს/კ N81.07.04.293) გარე ელექტრომომარაგების მიზნით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის.

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ/პ. როსტომ ნადირაძის კუთვნილი ობიექტის (ს/კ N81.12.08.296) გარე ელექტრომომარაგების მიზნით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის.

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ/პ. უშანგი გელბახიანის კუთვნილი ობიექტის (ს/კ N81.10.34.324) გარე ელექტრომომარაგების მიზნით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის.

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ/პ. იხტიარ მამედოვის კუთვნილი ობიექტის (ს/კ N81.16.04.319) გარე ელექტრომომარაგების მიზნით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის.

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიას მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ/პ. გიულაია მამედოვას კუთვნილი ობიექტის (ს/კ N81.06.12.380) გარე ელექტრომომარაგების მიზნით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის.

 

 

დადებითად გადაწყდა შპს „მაგთიკომისთვის“, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტისა და IP ტელევიზიის მიწოდების მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვანიერიდან სოფელ ნაზარლოს მიმართულებით 125 ცალი საყრდენი ბოძის მოსაწყობად და მასზე 10233 მ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე, თანხმობის მიცემის საკითხი.

 

 

თანხმომა მიეცა შპს „რუსთავის წყალს“ ქალაქ გარდაბანში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მკვებავი მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე.

 


თანხმობა მიეცა სს „სილქნეტს“ გამოიყენოს საზოგადოებრივი სივრცეები:

 

 

ქალაქ გარდაბანში ს/კ N81.15.03.248 –ის მიმდებარედ, მიწისქვეშა კომუნიკაციის მშენებლობისათვის და ს/კ N81.15.04.140 –ის მიმდებარედ შუალედური ბოძების მონტაჟისთვის.

 

 

სოფელ კრწანისში (ს/კ N81.04.09.533 ) მიმდებარედ 6 ცალი შუალედური ბოძისა და საჰაერო ოპტიკური კაბელის ( სიგრძე 225,6 მ) მონტაჟისათვის.

 

 

 

 

სოფელ მარტყოფში, ვაზიანში (ს/კ N81.10.28.204) - ის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ცალი შუალედური ბოძის მონტაჟისა და სატელეფონო კანალიზაციის მშენებლობისთვის.

 


სოფელ ყარაჯალარში (ს/კ N81.06.04.219 ) მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციის მშენებლობისთვის.

 

 

სოფელ გამარჯვების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი აბონენტის სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე (ს/კN81.07.04.246) მოიჯარე ფ.პ. ირაკლი შარაშენიძის ობიექტის გარე ელექტრომომარაგების მიზნით 10 კვ (სიგრძე 45მ) ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის.

 

 

გადაწყდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული1 (ერთი) ერთეული, მიკრო ავტობუსის, ფორდტრანზიტი, სახელმწიფო ნომრით BB-586-MM (საიდენტიფიკაციო ნომერი WFOKXXGBVKXXC77077) ააიპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისთვის“ უსასყიდლოდ თხოვების უფლებით გადაცემის საკითხი.

 


დადებითად გადაწყდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მცხოვრები მაგამედ სარიევისთვის, კუთვნილ მიწის ნაკვეთში (ს/კ № 81.16.12.233) მდგომი 1 (ერთი) ძირი გამხმარი ალვის ხის მოჭრა – ტრანსპორტირებაზე ნებართვის გაცემის საკითხი.

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3 (სამი) ერთეული ავტომობილის (ჩამოწერილი ჯართი) საპრივატიზებო ნუსხაში ჩასმისა და ელექტრონული აუქციონის გამოცხადების, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს, ბიჯის ოდენობის განსაზღვრისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. გარდაბანში, დ. აღმაშენებლის ქ. N27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ N81.15.13.453) დამაგრებულ შენობა–ნაგებობა N1–ის სახურავზე განთავსებული 8 კვ.მ ფართის საიჯარო ნუსხაში ჩასმის, პირობებიანი, ელექტრონული აუქციონის გამოცხადების, საწყისი საიჯარო თანხისა და უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს, ბიჯის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი