მოკლულია სულ მცირე 4 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბიჭი, მას შემდეგ, რაც ვენესუელას სასაზღვრო ქალაქებში არეულობებმა იფეთქა
24-02-2019, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვენესუელას სასაზღვრო ქალაქებში შაბათს არეულობებმა იფეთქა იმ დროს, როცა კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან ჰუმანიტარული ტვირთებით სავსე სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შესვლა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დაბლოკა.

 


მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც საკვების და წამლების მიღებას ცდილობდა, სამხედროებმა რეზინის ტყვიები დაუშინეს და მათი მიმართულებით ასევე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

 


როგორც BBC ადამიანის უფლებადაცველ ჯგუფებზე დაყრდნობით იუწყება, ზოგიერთ მშვიდობიან მოქალაქეს საბრძოლო ტყვიებიც ესროლეს. შაბათს, სულ მცირე ორი ადამიანია მოკლული, მათ შორის 14 წლის ბიჭი. ასევე 2 ადამიანი მოკლეს პარასკევსაც.

 


მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. მან მომხდარში ბრალი მადუროს დასდო.

 


„ჩვენი ღრმა მწუხარება და სამძიმარი მათი ოჯახებისადმი ვინც დაიღუპა ამ კრიმინალური ქმედებების შედეგად. ჩვენ ვუერთდებით მათ მოთხოვნებს სამართლიანობისთვის“, დაწერა პომპეომ „თვითერზე“.

 


ოპოზიიციის ლიდერმა და დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელმაც დახმარების ქვეყანაში შეტანის ორგანიზება მოახდინა, ასევე დაგმო უსაფრთხოების ძალების ქმედება.

 


გუაიდო, რომელიც ათეულობით სახელმწიფომ აღიარა ვენესუელას დროებით ლიდერად, ორშაბათს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდება.

 


გუაიდო, მიუხედავად იმისა, რომ მას მადუროს მთავრობამ ქვეყნის დატოვება აუკრძალა, მაინც აპირებს ბოგოტაში ჩასვლას და რეგიონული „ლიმას ჯგუფის“ ლიდერებთან შეხვედრას.

 


შაბათ საღამოს, გუაიდომ „თვითერზე“ ესპანურ ენაზე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „ყველა ღონე იხმარონ“ იმისათვის, რომ „გაათავისუფლონ“ ვენესუელა მადუროსაგან, რომელიც მოწოდებების მიუხედავად თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი