დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი „დიდი სახელმწიფო“ გახდეს, თუკი ფხენიანი უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე
25-02-2019, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი „დიდი ეკონომიკური სახელმწიფო“ გახდეს, თუკი ის უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე.

 


ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეას „სწრაფი ზრდისთვის უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვას“.

 


„თავმჯდომარე კიმი აცნობიერებს, შესაძლოა უკეთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა, რომ ბირთვული შეიარაღების გარეშე, მისი ქვეყნა შესაძლებელია სწრაფად გახდეს დიდი ეკონომიკური სახელმწიფო, რომელიც კი მსოფლიოს რომელიმე ადგილას შეიძლება იყოს. თავისი ადგილმდებარეობის და ხალხის (მისი) მომენტიდან გამომდინარე, მას აქვს უფრო მეტი პოტენციალი სწრაფი ზრდისთვის, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


პრეზიდენტის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ფხენიანი ბირთვულ საფრთხედ რჩება.

 


ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს მეორედ შეხვდება, ამჯერად, 27-28 თებერვალს, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, სადაც კიმი მატარებლით უკვე გაემგზავრა.

 


„ჩვენ, ორთავე მოველით განგრძობით პროგრესს, რასაც სინგაპურში პირველი შეხვედრისას მივაღწიეთ“, განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 


კვირა საღამოს კი, გუბერნატორების ღონისძიებაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მან „ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა“ ჩამოაყალიბა კიმთან და დასძინა, რომ იგი არ ჩქარობს ზეწოლა მოახდინოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე. „მე არ მინდა დავაჩქარო ვინმე. მე უბრალოდ არ მინდა გამოცდა. იმდენად, რამდენადაც ადგილი არ აქვს გამოცდას, ჩვენ კმაყოფილი ვართ“, თქვა ტრამპმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი