მესტიის მუნიციპალიტეტი სამთო-სათხილამურო კურორტ „თეთნულდზე“ 41-ე საერთაშორისო შეჯიბრ-სემინარს უმასპინძლებს
25-02-2019, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით მესტიის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს 41-ე საერთაშორისო შეჯიბრ-სემინარს, რომელიც საქართველოს არქიტექტორთა კავშირისა და მასთან არსებული მოთხილამურე არქიტექტორთა საერთაშორისო კლუბ „SKIA“-ს ორგანიზებით ტარდება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია შეჯიბრის ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. შეჯიბრი გაიმართება სამთო-სათხილამურო კურორტ „თეთნულდზე“.

 


სპორტული შეჯიბრებების ფარგლებში არქიტექტურული კონკურსი და სემინარ-ვორქშოპები მოეწყობა. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი არქიტექტორები.

 


არქიტექტურული კონკურსი გაიმართება შემდეგი თემატიკის მიხედვით:

 


1. ინდივიდუალური საცხოვრებელი კოტეჯი მთიან რეგიონში;

 


2. ოჯახური ტიპის სასტუმრო სახლი მთიან რეგიონში;

 


3. სათემო საზოგადოებრივი ცენტრი მთიან რეგიონში;

 


საპროექტო ტერიტორია, რომელზედაც უნდა განთავსდეს საკონკურსო შენობა არის ზოგადი, მაგრამ პროექტი აუცილებელად გათვლილი უნდა იყოს სვანეთის უნიკალური და მკაცრი პირობებისათვის, უნდა ითვალისწინებდეს მრავალსაუკუნოვან მდიდარ არქიტექტურულ მემკვიდრეობას, რომლის წარმოჩენასაც კონკურსში მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ.

 


სამთო მოთხილამურე არქიტექტორთა კლუბი „SKIA“ 1977 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში, ზამთრის პერიოდში სისტემატიურად ტარდება ყოველწლიური შეჯიბრი-სემინარები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მესტიის მუნიციპალიტეტში მსგავსი ღონისძიება პირველად ჩატარდება.

 


ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი