გიორგი ქობულია: Fitch-ის რეიტინგის მომატება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველოს
25-02-2019, 15:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„Fitch-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით - ეს არის ცნობილი საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო, რომლის შეფასებასაც უყურებენ მთელი საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. Fitch-ის რეიტინგის მომატება კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველო“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო კომპანია Fitch-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის კომენტირებისას.

 


გიორგი ქობულიას განცხადებით, მაღალი რეიტინგი საქართველოსთვის ნიშნავს, რომ ინვესტორებს უფრო გაუმყარდებათ რწმენა, საქართველოში შემოვიდნენ და ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელონ. ამასთან, მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ უყურებენ ამ რეიტინგს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. „უფრო მაღალი რეიტინგი ნიშნავს უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს, როცა ჩვენ ვალს ვიღებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ ეს დაბალი საპროცენტო განაკვეთი ასევე აისახება ქვეყნის შიგნით საპროცენტო განაკვეთებზე და რეალურად აიაფებს კრედიტს საქართველოსთვის, ქართული კომპანიებისა და იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში შემოდიან“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 


გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ჯერ კიდევ შარშან, როცა კომპანიამ თავისი მოდელით დათვალა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი, ჩვენ უფრო მაღალი რეიტინგი - „BB პლუს“ გვეკუთვნოდა. „მაგრამ მათ გადაწყვიტეს, ჩვენთვის მოეცათ „BB მინუსი“ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს გარშემო, მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ ნეგატიური ფონია - ისინი არ იყვნენ დარწმუნებულნი, რამდენად შეძლებდა საქართველო მაკროსტაბილურობის შენარჩუნებას. მაგრამ დაინახეს ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული ნეგატიური გარემოსი, ჩვენ შევძელით ლარის კურსის შენარჩუნება, გავზარდეთ ჩვენი რეზერვები, უფრო შევამცირეთ სავაჭრო დეფიციტი“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, რეიტინგის მომატება ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა რამდენიმე მნიშვნელოვანმა რეფორმამ განაპირობა, მათ შორის ლარიზაციამ. „ასევე ძალიან პოზიტიურად იყო აღნიშნული საპენსიო რეფორმა, რომელიც მოგვცემს დანაზოგების გაზრდის საშუალებას“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი