პუტინის აშშ-ის მიმართ ბირთვული მუქარის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ის ამერიკული სამხედრო ობიექტები დაასახელა, რომელიც ბირთვული თავდასხმისას მოსკოვის სამიზნე იქნება
26-02-2019, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ შეერთებული შტატების იმ სამხედრო ობიექტების რუკა წარმოადგინა, რომელიც ბირთვული თავდასხმისას შესაძლოა მოსკოვის სამიზნე იყოს.

 


რეპორტაჟში, რომელიც რუსული ტელევიზიის ჩვეულ აგრესიულ სტანდარტებსაც კი უჩვეულოდ აღემატებოდა, ნათქვამია, რომ რუსეთის განვითარების ქვეშ მყოფ ჰიპერბგერით რაკეტებს აშშ-ის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობა 5 წუთზე ნაკლებ დროში ექნებათ.

 


სამიზნეებს შორის დასახელდა პენტაგონი და უკან დახევის საპრეზიდენტო ობიექტი კემპ დევიდში, მერილენდში.

 


რეპორტაჟი რუსეთის სახელმწიფო ტელევიაზიაზე კვირა საღამოს გავიდა, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი სამხედრო კუთხით მზად არის „კუბის სარაკეტო“ კრიზისის მსგავსი მოვლენებისთვის, თუკი ამას შეერთებული შტატები ისურვებდა.

 


იმ ფონზე, როდესაც დაძაბულობა იზრდება რუსეთის შიშებთან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ევროპაში საშუალო რადიუსის რაკეტები განალაგოს იმ დროს, როცა ცივი ომის ეპოქის შეიარაღებაზე კონტროლის ხელშეკრულება (1987 წლის „საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება“, ხელმოწერილი რეიგანის და გორბაჩოვის მიერ) უქმდება, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული იქნება უპასუხოს ამ ნაბიჯს იმით, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიული წყლების სიახლოვეს წყალქვეშა გემებზე ჰიპერბგერითი ბირთვული რაკეტები განათავსოს.

 


შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მას არ აქვს უახლოესი გეგმები განალაგოს ამგვარი რაკეტები ევროპაში და პუტინის გაფრთხილებებს არაგულწრფელი პროპაგანდა უწოდა.

 


პენტაგონის თქმით, პუტინის მუქარები მხოლოდ დაეხმარა NATO-ს ერთიანობას.

 


„ყოველთვის, როდესაც კი პუტინი ასეთი მედიდური მუქარებით საუბრობს და თავს იწონებს თავისი განკითხვის ბოლო დღის ახალი მოწყობილობებით, მან უნდა იცოდეს, რომ იგი მხოლოდ აღრმავებს NATO-ს გადაწყვეტილებას ერთად იმუშაონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება“, განაცხადა ერიკ პაჰონმა, პენტაგონის წარმომადგენელმა, როგორც ამას „როიტერსი“ იტყობინება.

 


კვირა საღამოს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის „ვესტი ნედელის“ წამყვანმა დიმიტრი კისილევმა შეერთებული შტატების რუკა აჩვენა და მოახდინა რამდენიმე სამიზნის იდენტიფიცირება, მათ შორის, აშშ-ის საპრეზიდენტო და სამხედრო სამეთაურო ცენტრების, რომელსაც მოსკოვი დაარტყამდა ბირთვული ომის დროს.

 


კისილევმა, რომელიც კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტია, განაცხადა, რომ „ცირკონს“, ჰიპერბგერით რაკეტას, რომელსც რუსეთი ავითარებს, რუსული წყალქვეშა გემებიდან გაშვების შემთხვევაში სამიზნეებზე დარტყმის მიყენება 5 წუთზე ნაკლებ დროში შეეძლება.

 


„ამ დროისთვის, ჩვენ არ ვემუქრებით არავის, მაგრამ თუკი ამგვარი განლაგება მოხდება, ჩვენი პასუხი იქნება დაუყოვნებელი“, განაცხადა მან.

 

 

კისილევი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მძლავრი ანტი-ამერიკული ტონის ერთ-ერთი მთავარი გამტარია და მან ერთხელ თქვა, რომ მოსკოვს შეუძლია შეერთებული შტატები რადიოაქტიურ ფერფლში გახვიოს.

 


„როიტერსმა“ კისილევის რეპორტაჟზე კომენტარი კრემლს სთხოვა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი სახელმწიფო ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა.

 

კომენტარები: 1
#1   kutidze mamuka
      
მაგის უფლება ვინ მისცა ვინმეს , კაცობრიობას ომით დაემუქროს
26 თებერვალი 2019 13:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი