მოკლული არიან „დიდი რაოდენობით“ მებრძოლები, მათ შორის მეთაურები ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად - ინდოეთის საგარეო მინისტრი
26-02-2019, 14:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინდოეთი აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმები წამოიწყო პაკისტანში მებრძოლების წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირის რეგიონში ჯარისკაცების ავტოკოლონაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა, რასაც 46 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 


ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმების სამიზნე ბალაკოტში მდებარე „ჯაიშ-ე- მუჰამედის“ საწვრთნელი ბანაკი იყო. სწორედ აღნიშნულმა დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა ქაშმირის სასტიკ და სისხლიან თავდასხმაზე.

 

 

საპასუხოდ პაკისტანმა განაცხადა, რომ მებრძოლი თვითმფრინავების დაუყოვნებლივ აფრენის ბრძანება გასცა.

 


ურთიერთობა ორ ბირთვულ და მეზობელ სახელმწიფოს შორის უკიდურესად არის დაძაბული. ინდოეთი ბრალს სდებს პაკისტანს, რომ იგი ნებას რთავს მებრძოლთა ჯგუფებს თავის ტერიტორიაზე იმოქმედონ და ასევე ირწმუნება, რომ 14 თებერვლის ტერორისტულ აქტში პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმაც ითამაშეს თავიანთი როლი. თუმცა ისლამაბადი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მებრძოლებისთვის უსაფრთხო სამოთხის შექმნის უზრუნველყოფაში რაიმე როლი არ გააჩნია.

 


სამშაბათს წამოწყებულ საჰაერო დარტყმებს, მას შემდეგ, რაც 1971 წელს ორ ქვეყანას შორის ომი დაიწყო, პირველად აქვს ადგილი საკონტროლო ხაზის გასწვრივ, რომელიც დეფაქტო საზღვარს წარმოადგენს ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირსა და პაკისტანის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირს შორის.

 


ბალაკოტი პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, ხაიბერ ფახტუნხვაში მდებარეობს. იქ მცხოვრებლებმა „BBC Urdu“-ს უთხრრეს, რომ ისინი ხმამაღალმა აფეთქებებმა გამოაღვიძა.

 


ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჯაი გოხალემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმებმა „დიდი რაოდენობით“ მებრძოლები მოკლა, მათ შორის მეთაურები და თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

 


„სარწმუნო სადაზვერვო ინფორმაცია იქნა მიღებული, რომ ჯაიშ-ე-მუჰამედი უფრო მეტ თავდასხმებს გეგმავდა ინდოეთში თვითმკვლელების მეშვეობით. გარდაუვალი საფრთხიდან გამომდინარე, წინმსწრები იერიში აბსოლუტურად საჭირო გახდა“, თქვა მან.

 


პაკისტანის არმიის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ასიფ ღაფურმა კი განაცხადა, რომ დარტყმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მან „თვითერზე“ დაწერა, რომ ინდური თვითმფრინავები იძულებული გახდნენ „სწრაფად გაბრუნებულიყვნენ“ უკან და საბრძოლო მასალები ღია ცაში ჩამოეყარათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი