დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ დეპუტატებს „ბრექსიტის“ გადავადების კენჭისყრის ჩატარების პირობა მისცა
26-02-2019, 17:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტერეზა მეიმ პირობა მისცა დეპუტატებს, „ბრექსიტის“ შეთანხმებისა გარეშე ან გადავადების კენჭისყრის ჩატარების თაობაზე, თუკი ისინი უარს იტყვიან შემდეგ თვეში, 12 მარტს, თემთა პალატაში მის მიერ ბრიუსელთან მიღწეული „ბრექსიტის“ არსებული შეთანხმების მხარდაჭერაზე.

 


BBC-ის ცნობით, ტერეზა მეი განცხადებას „ბრექსიტთან“ დაკავშირებით ამ წუთებში აკეთებს, რომლის მიზანიც იმ მეამბოხე მინისტრებიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალებაა, რომლებიც ჯერ კიდევ მის მხარდამჭერებად მოიაზრებიან.

 

 

პრემიერ მინისტრმა პირობა მისცა დეპუტატებს, რომ თუკი ისინი 12 მარტს დაგეგმილ „ბრექსიტის“ შეთანხმების კენჭისყრისას უარს იტყვიან მასზე, იგი ევროკავშირის „ბრექსიტის“ გარეშე დატოვების კენჭისყრის გამართვისა და „ბრექსიტის“ გადავადების საშუალებას მისცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი „მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს ევროკავშირს 29 მარტს, თუკი თემთა პალატაში მკაფიო თანხმობა იქნება ამ შედეგის შესახებ“, აღნიშნა მეიმ.

 


მაგრამ, მან ხაზი გაუსვა, რომ არ სურს 50-ე მუხლის გახანგრძლივება, გამაფრთხილებლად განაცხადა რა, რომ „ეს არ განაპირობებს შეთანხმების უფრო ადვილად მიღებას“.

 


პრემიერ მინსტრმა თქვა, რომ იგი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას 12 მარტს გაიტანს კენჭისყრაზე და თუკი მას დეპუტატების მხარდაჭერა არ ექნება, იგი იმავე დღეს ორ სხვადასხვა კენჭისყრას ჩაატარებს - ერთი იქნება ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვება, მეორე კი 50-ე მუხლის, რომელიც 2 წლის განმავლობაში დატოვებას გულისხმობს, გახანგრძლივების თხოვნა, გადავადდეს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე 29 მარტის მიღმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი