„ჩამოგდებულია ორი საბრძოლო თვითმფრინავი“, რომელიც ინდოეთის საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა
27-02-2019, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პაკისტანმა განაცხადა, რომ ორი ინდური საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო. ქვეყნის წარმომადგენელმა თქვა, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავი პაკისტანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი მფრინავია შეპყრობილი. ისლამაბადმა ასევე უარყო თავისი ერთ-ერთი თვითმფრინავიის ჩამოგდების თაობაზე გავრცელებული ცნობები.

 


ინდოეთმა დაადასტურა თავისი MiG21 საბრძოლო თვითმფრინავის დანაკარგი და აღნიშნა, რომ მფრინავი დაკარგულადაა გამოცხადებული. ინდოეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მფრინავის შეპყრობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს იძიებენ.

 

 

პაკისტანის ინფორმაციის სამინისტრომ ჯერ გამოაქვეყნა და შემდეგ წაშალა ვიდეო, რომელიც აჩვენებდა ერთ-ერთ მფრინავს, რომელიც პაკისტანის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ მიერ იქნა შეპყრობილი.

 


ვიდეოში, მფრინავი, რომელიც თვალებახვეულია და ჩანს, რომ სახეზე სისხლიანიცაა, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს, როგორც ოფიცერი აბჰინანდანი.

 


სამინისტრომ ასევე, „თვითერზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც უწყების ცნობით, ერთ-ერთი ჩამოგდებული თვითმფრინავი ჩანს.

 


ინდოეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რავიშ კუმარმა აღიარა თვითმფრინავის და მისი პილოტის დანაკარგი.

 


მან ასევე თქვა, რომ ინდურმა თვითმფრინავმა პაკისტანის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო და ინდოეთის სახმელეთო ძალებმა შენიშნეს მისი პაკისტანის მხარეს, საკონტროლო ხაზის სიახლოვეს ჩამოვარდნა, რაც ოფიციალურმა ისლამაბადმა უარყო.

 


1947 წლიდან მოყოლებული, დიდი ბრიტანეთიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამი ომი გაჩაღდა. ორ მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მთავარი უთანხმოების საგანი ქაშმირის რეგიონია, სადაც 14 თებერვალს ინდოეთის ჯარისკაცებისაგან შემდგარ ავტოკოლონაზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 46 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 


ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირში მომხდარმა ყველაზე სისხლიანმა ტრაგედიამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები განსაკუთრებულად დაძაბა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი