ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა.
სხდომაზე „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა განიხილეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, ემზარ საბანაძის ინიციატივით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მომავალ წელს დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა, რათა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.