მესტიის მერმა და ესპანეთის ერთ-ერთი მხარის, ბერგუედას მუნიციპალიტეტების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
28-02-2019, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტმა ესპანეთის ერთ-ერთი მხარის, ბერგუედას რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელებს და „კატალონიის ტყის ტექნოლოგიური და სამეცნიერო ცენტრს“ უმასპინძლა. შეხვედრა გაიმართა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის სააქტო დარბაზში.

 


შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, ასევე ნენსკრა ჰესის წარმომადგენლები და ხე-ტყის წარმოებით დაინტერსებული პირები ესწრებოდნენ.

 


შეხვედრაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა და ბერგუედას მუნიციპალიტეტების საბჭოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში როგორიცაა: განათლება, ტურიზმი, ეკონომიკა და ბიზნესი.

 


შეხვედრის ფარგლებში „კატალონიის ტყის ტექნოლოგიური და სამეცნიერო ცენტრის“ წარმომადგენლებმა ხე-ტყის წარმოების პროცესში ჩართულ პირებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ხე-ტყის წარმოების ევროპული სტანდარტები.გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ტყის მართვის შესახებ, ასევე ხე-ტყის გადამუშავების პროცესში მიღებული ნარჩენების სწორად გადამუშავებასთან დაკავშირებით. ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად პასუხობდნენ დასწრე საზოგადოების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.

 


ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი