წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკაში ბაჩო (რამაზ) იოსელიანის წიგნის „რატომ დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“ წარდგენა გაიმართა
01-03-2019, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკაში ბაჩო (რამაზ) იოსელიანის წიგნის „რატომ დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“ წარდგენა გაიმართა.

 

 

„შოთა რუსთაველის გენიალური პოემის ,,ვეფხისტყაონის’’ ზოგადსაკაცობრიო იდეალებსა და ფილოსოფურ სიღრმეებზე, რელიგიურ ასპექტებსა და ზნეობრივ საკითხებზე 800 წელზე მეტია მსჯელობენ რუსთველოლოგები, ამ მიმართულებით სრულიად განსხვავებული, არგუმენტირებული და განსაკუთრებული რაკურსით შეთვალიერებულ-გააზრებული ნაშრომის გაცნობა საინტერესო და დასამახსოვრებლი გახლდათ შეკრებილი საზოგადოებისთვის, რომელთა შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ფილოლოგები, ისტორიკოსები, პედაგოგები, კულტურის სფეროს მუშაკები, წიგნიერი წყალტუბოელები.

 


ავტორის მოსაზრებების, რუსთაველისადმი ზეამაღლებული დამოკიდებულებისა და ,,ვეფხისტყაოსანის’’ უნიკალურობის შესახებ გამართული პოლემიკა საინტერესოდ წარმართა ფილოლოგმა, ა(ა)იპ წყალტუბოს კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ლილი გელენიძემ.

 


აღინიშნა, რომ წიგნი „რატომ დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“ არის ავტორის მოკრძალებული მცდელობა ამოხსას გენიალური პოემის დაფარული კოდი, ჩაწვდეს „ქართველთა მეორე ბიბლიის“ ლიტერატურულ-ფილოსოფიურ სიღრმეებს", აღნიშნულია წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 


,,ჩემო ძვირფასებო, მე არ გავურბივარ აუდიტორიას, რატომ დაიწერა ვეფხისტყაოსანი? ამაზე ბევრი დაწერილა. კიდევ უფრო მეტს უფიქრია, მაგრამ ვფიქრობთ, საკითხის ამ ფორმით დასმა დღეისათვისაც არ კარგავს სიმძაფრეს. ეს წიგნი გადასაკითხი წიგნი არ არის, ნამდვილად წაკითხვა ჭირდება, ,,ვეფხისტყაოსანი’’ უნივერსალური წიგნია, არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხს ამ წიგნში ვერ ვიპოვით, შესაბამისად, ამ წიგნს უნივერსალური მიდგომა უნდა. პოემაში დასმულ კითხვებზე ათეული წლებია ვფიქრობ, ჩემი წიგნი კოლექტიური ნაშრომია, უდიდესია ოჯახის წევრების: დაჩი და მანანა იოსელიანების წვლილი, განუზომელია მეგობრებისა და ბიბლიოთეკის მუშაკების თანადგომა. დღეს თითოეული თქვენგანიც ამ წიგნის თანაავტორია, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ. ვფიქრობ გაჩნდა ინტერესი, მინდა რაც შეიძლება მეტი არგუმენტები და ჯანსაღი კრიტიკა წამოვიდეს საზოგადოებისგან, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა წიგნის წინასიტყვაობის ავტორს, შესანიშნავ მეცნიერეს ლევან მებურიშვილს, რომელმაც ერთერთმა პირველმა ზუსტად ამოხსნა სტრიქონების: ,,ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შექმნს ხმელსა ნედლად’’ ამოცანა", განაცხადა დაჩი იოსელიანმა.

 


წყალტუბოში შეხვედრა- დიალოგები ბაჩო (რამაზ) იოსელიანის წიგნის „რატომ დაიწერა „ვეფხისტყაოსანის“ საკითხებზე გაგრძელდება.

 

კომენტარები: 1
#1   ჯული
      
მოგესალმებით,
ვეძებ წიგნს: ბაჩო (რამაზ) იოსელიანის წიგნის „რატომ დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“ რომლის პრეზენტაციაც თქვენთან გაიმართა.
გთხოვთ მომწეროთ ბ-ნ ბაჩოს საკონტაქტო, რადგან ტენდერისთვის გვჭირდება აუცილებლად მისი წიგნი 3 ეგზემპლიარი.

დიდი მადლობა წინასწარ
3 ივლისი 2019 07:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი