იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრ „თერჯოლამედში“ ამბოლატორიული ფსიქიატრიული განყოფილება (დისპანსერი) გაიხსნა
02-03-2019, 08:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ და კლინიკის დამფუძნებელმა ვლადიმერ კეპულაძემ თერჯოლა-ტყიბულის მიტროპოლიტ მეუფე გიორგი შალამბერიძის ლოცვა-კურთხევით საზეიმო ვითარებაში გაჭრეს ლენტი და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ამბულატორია.

 


ამბულატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმ-ფსიქიატრებით, ფსიქოლოგით, ფსიქოთერაპევტით, მედდებით, სოციალური მუშაკით. ყველა მათგანს გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება და სტაჟირება. პროგრამა მთლიანად, მათ შორის მედიკამენტოზური უზრუნველყოფა, ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სერვისის ამოქმედება დიდ შეღავათს მისცემს აღნიშნული პრობლემის მქონე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც უხდებოდათ გაცილებით შორ ტერიტორიაზე გადაადგილება, რაც დაკავშირებული იყო დროისა და ფინანსების დამატებით ხარჯთან.

 

 

როგორც კლინიკის დამფუძნებელმა აღნიშნა, აპრილის თვიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ფსიქიატრიული სტაციონარული განყოფილება 19 საწოლით, ხოლო პირველი ივნისიდან ამოქმედდება მობილური გუნდი, რომელიც მომსახურეობას გაუწევს ოთხი მუნიციპალიტეტის (თერჯოლა, ტყიბული, ონი, ამბროლაური) პაციენტებს.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი