ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებების ჩატარება დასრულდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრება 19 ადმინისტრაციული ერთეულის 78 დასახლებაში ჩატარდა.
ძირითად პრიორიტეტად მოსახლეობამ შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-გასწორხაზოვნება, გარე განათების სისტემის მოწყობა, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია და სასაფლაოების შემოღობვა აირჩია.
პროგრამის მეორე ეტაპზე, სოფლის მოსახლეობის მიერ არჩეული იდეები მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განიხილება, მომზადდება ხარჯთაღრიცხვები და პროექტები, რის შემდეგაც წარმოდგენილ პროექტებს მუნიციპალიტეტის საკრებულო გაეცნობა და დაამტკიცებს.
1-ლი აპრილიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სამუშაოების შესრულების ფაზაში გადავა. არჩეული პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება.
ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.