დუშეთში, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულთა მემორიალური სტენდი გაიხსნა
05-03-2019, 18:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისა და ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდის „მეოხი 2004“ ინიციატივით, ქ. დუშეთის მეორე საჯარო სკოლაში 1993 წლის 2 ივლისს აფხაზეთში გმირულად დაღუპული მეომრების - ყარსიმაშვილი დავითის, კარიაული უშანგის, პეტრიაშვილი დავითის, ციგრიაშვილი ნიკოლოზის და მირზიაშვილი თამაზის სახელობის მემორიალური სტენდი გაიხსნა.

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, სკოლის პედკოლექტივთან და მოსწავლეებთან ერთად პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს - წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ დუშეთის სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეომართა სულის მოსახსენებლად, მამა დავით ოქრუაშვილის მიერ აღვლენილ იქნა პანაშვიდი.

 


"საქართველო არის გმირების ქვეყანა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად, მომავალი თაობა კი ასეთ მაგალითებზე გავზარდოთ“- განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა ნაყეურმა.

 


ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გიორგი თანიაშვილი, ზაქარია ხეხელაშვილი და თამაზ უნდილაშვილი, ფონდის "მეოხი 2004" დამფუძნებლები დავით გოჩიტაშვილი და თემურ მირაქიშვილი.

 


ფონდის სახელით ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 


ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი