ხობის მუნიციპალიტეტში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 56 სოფელში ჩატარდა დასახლების კრება და გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაცია, მოსახლეობამ კი ხმების უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირა მხარი
ხობის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ შერჩეულ იქნა 69 საპროექტო წინადადება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.