რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ყალბი ინფორმაციების გავრცელების დასჯის მიზნით მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი
06-03-2019, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ინტერნეტში ყალბი ინფორმაციების დაბლოკვის და მათი გავრცელებისთვის ჯარიმების დაწესების შესახებ. დოკუმენტი გასულ წელს დუმაში სენატორმა ანდრეი კლიშასმა და პარლამენტარების ჯგუფმა შეიტანა.

 


რა შეიცვალა მეორე მოსმენაზე წარდგენილ კანონპროექტში?

 


როგორც ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, კანონპროექტში გაჩნდა პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს ონლაინ მედიას, ერთი დღე-ღამის განმავლობაში დამოუკიდებლად აიღოს ვებგვერდიდან მცდარი ინფორმაცია, რომ თავიდან აირიდოს დაბლოკვა. ახალ რედაქციაში ასევე გამოირიცხა „სხვა სერიოზული შედეგები“, მითითებულია ყველა ჩამონათვალია და ყალბი ახალი ამბების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა დამოკიდებულია შედეგების სიმძიმეზე.

 


ამგვარად, ისეთი ყალბი ინფორმაციების გავრცელებისთვის, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს ან შეუძლია საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევა, ჯარიმა 30 ათასიდან 100 ათას რუსულ რუბლამდე შეადგენს: ოფიციალური პირებისთვის 60-დან 200 ათას რუბლამდე, იურიდიული პირებისთვის კი 200-დან 500 ათას რუბლამდე. ამგვარი ნორმა გამოყენებული იქნება იმ შემთხვევისთვის, თუკი ეს ქმედებები არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 


ისეთი ყალბი ახალი ამბების გავრცელება, რომელიც ხელს უშლის სიცოცხლის უზრუნველმყოფი ობიექტების, სატრანსპორტო ანდა სოციალურის სტრუქტურების, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის სფეროების მუშაობას, ითვალისწინებს 100-დან 300 ათას რუბლამდე დაჯარიმებას: ოფიციალური პირებისთვის 300-დან 600 ათას რუბლამდე, იურიდიული პირებისთვის 500 ათასიდან 1 მილიონ რუბლამდე.

 


თუკი გავრცელებული ყალბი ახალი ამბები ადამიანის სიკვდილის გამომწვევი, პირის ჯანმრთელობისა ან ქონებისთვის ზიანის მიმყენებელი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების მუშაობის შეწყვეტის მიზეზი ხდება, ჯარიმა 300-დან 400 ათას რუბლამდე შეადგენს: ოფიციალური პირებისთვის - 600-დან 900 ათას რუბლამდე, იურიდიული პირებისთვის - 1 მილიონიდან 1,5 მილიონამდე.

 


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონი არ შეეხება იმ ინფორმაციებს, რომლებიც კანონპროექტის დამტკიცებამდე გავრცელდა. გარდა ამისა, გამოირიცხება შესწორების შეტანა „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ კანონში“, რომელსაც ლიცენზიის შეწყვეტა არ ემუქრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი